„კატეგორიულად ვგმობ სასტიკ თავდასხმას საცხოვრებელ შენობაზე დნიპროში” – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დნიპროში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

„კატეგორიულად ვგმობ სასტიკ თავდასხმას საცხოვრებელ შენობაზე დნიპროში, უკრაინა.  მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობის მიუღებელი გამოვლენა, რაც საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევაა.
ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით, ვინც დაკარგა საყვარელი ადამიანები დნიპროსა და მთელ უკრაინაში.” – წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.