დნიპროში, დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა

დნეპროპეტროვსკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით, დნიპროში, საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა. დაშავებულია 64.

დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც. ერთი-ერთი დაღუპული 15 წლის მოზარდია.

სამაშველო სამსახურები ამ დრომდე ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ.