მინუს 520 ოკუპანტი ერთ დღეში | რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 182 070 (+520) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 16.04.2023-მდე ასეთია:

ტანკები – 3 657 (+4), ჯავშანტექნიკა – 7083 (+10), საარტილერიო სისტემები – 2 795 (+1), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 538 (+3). საჰაერო თავდაცვის სისტემები – 284 (+1), თვითმფრინავი – 308 (+1), ვერტმფრენები – 293 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2339 (+0), ფრთოსანი რაკეტები – 911 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  5658 (+12), სპეციალური ტექნიკა – 326 (+2).

გენშტაბის ცნობითვე, გასული დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 60-ზე მეტი შეტევა მოიგერია.