რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქი ნიკოპოლი დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქი ნიკოპოლი დაბომბეს. ინფორმაციას ოლქის ხელმძღვანელი სერხი ლისაკი ავრცელებს.

“აგერესორმა კიდევ ერთხელ გაისროლა მძიმე არტილერია ნიკოპოლის მიმართულებით. მსხვერპლი და დაშავებულები არ ყოფილა. დაბომბვის შედეგებს ამ დრომდე ვიძიებთ”, – წერს ლისაკი.