საბერძნეთში სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახების შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა, 85 კი დაშავდა

ცენტრალურ საბერძნეთში, სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახების შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა და 85 კი დაშავდა.

შეჯახება ქალაქ ლარისასთან მოხდა. სამგზავრო მატარებელში 350-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა.

საბერძნეთის სახანძრო სამსახურის სპიკერმა განაცხადა, რომ 194 მგზავრი უსაფრთხოდ გადაიყვანეს სალონიკში.

მაშველები ადგილზე მუშაობას აგრძელებენ.

ამ დროსითვის უცნობია, რა გახდა შეჯახების მიზეზი.