ოკუპანტებმა სუმის ოლქის დასახლება დაბომბეს

ოკუპანტებმა უკრაინაში, სუმის რეგიონის სასაზღვრო დასახლება ნაღმმტყორცნებით დაბომბეს.

რეგიონის მიმართულებით 14 დარტყმა დაფიქსირდა.

“15:55-დან 16:35-მდე სოფელ სტარიკოვოში დაფიქსირდა 14 დარტყმა, სავარაუდოდ 120 მმ ნაღმმტყორცნიდან” – წერს ოპერატიული სარდლობა “ჩრდილოეთი” სოციალურ ქსელში.