დნიპროში დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

განახლებული ინფორმაციით, დნიპროში ოკუპანტების მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად, დაღუპულია 21 ადამიანი, მათ შორისაა ერთი ბავშვი. ხოლო დაშავებულია 73 ადამიანი, საიდანაც 14 ბავშვია.

უკრაინული მედიის ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა დანგრეული შენობიდან 38 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის 6 ბავშვია. სამძებრო-სამუშაოები გრძელდება.

დნიპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით, 40-ზე მეტი დაჭრილი ამჟამად საავადმყოფოებშია გადანაწილებული, ოთხი კი მძიმედ დაშავებულია და რეანიმაციაშია მოთავსებული.