ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქი დაბომბეს | არის მსხვერპლი

დღეს, ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი ნიკოპოლისი დაბომბეს. მომხდარის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.

ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის ინფორმაციით, რუსებმა მძიმე არტილერია და MLRS-ის რაკეტები გამოიყენეს.

დაღუპულია 57 წლის ქალი და 68 წლის მამაკაცი.