პარლამენტთან დაკავებული სტუდენტი მოსამართლემ 2 300 ლარით დააჯარიმა

2 მარტს პარლამენტთან გამართულ აქციაზე დაკავებული სტუდენტი, საბა მეურნიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 2 300 ლარით დააჯარიმა.

მეურნიშვილს ედავებოდნენ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას, რაც მოსამართლემ გაიზიარა.

2 მარტს პარლამენტთან პოლიციამ რუსული კანონოპროექტის გაპროტესტებისთვის, ძალის გამოყენებით 36 პირი დააკავა, მათ შორის იყვნენ ჟურნალისტებიც, რომლებიც მოგვიანებით ხელწერილით გაათავისუფლეს.

დღეს, წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან ხელწერილით გაათავისუფლეს კიდევ 7 აქტივისტი. როდის გაიმართი მათი სასამართლო პროცესი, უცნობია.