გართულებული კოვიდვითარების გამო სარფის დედათა მონასტერში კარანტინი გამოცხადდა და შესვლა აიკრძალა

მონასტერში, რომლის მონაზონი სოსანა (ვასაძე)  კორონავირუსმა იმსხვერპლა, კარანტინი გამოცხადდა და შესვლა აიკრძალა. ამის შესახებ განცხადებას ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ავრცელებს

“კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე სარფის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის დედათა მონასტერში გამოცხადდა კარანტინი, შესვლა აკრძალულია.

გთხოვთ მოიხსენოთ ლოცვებში მონაზონი სოსანა,” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.