„ვივა მედში” მესამე პრეზიდენტთან სახალხო დამცველის კონსილიუმი შევიდა

კლინიკა „ვივა მედში” საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრი ექიმები შევიდნენ. ისინი გასინჯავენ მიხეილ სააკაშვილს და შემდგომ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნას მოამზადებენ.

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანის თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქმეს დაერთვება კონსილიუმის დასკვნა, რომელსაც ოჯახი სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნის.

კონსილიუმის წევრ ექიმებს შეხვედრა სურთ მესამე პრეზიდენტის მკურნალ ექიმთან, ასევე, „ვივა მედის” კლინიკურ დირექტორთან.