„61 კილოა მისი წონა, არის ძალიან სუსტად” – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილს დღეს კლინიკა „ვივამედში” სავარაუდოდ, სახალხო დამცველის კონსილიუმის ექსპერტთა ჯგუფი მოინახულებს.

მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ მისი შვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

ალასანიას თქმითვე, მიხეილ სააკაშვილის წონა 61 კგ-ია.

„61 კილოა მისი წონა, აი, ეს ვიცი. რა თქმა უნდა, არის ძალიან სუსტად, იმიტომ, რომ ადამიანი 24 საათი არ დგება, არ მოძრაობს, ფაქტობრივად. ეს არის ადამიანი, რომელსაც ვერ დააბამდი ერთ ადგილზე და ახლა ასეთ მდგომარეობაშია. მე არ ვიცი, რამ უნდა აიძულოს, რომელმა თამაშმა და რომელმა მსახიობობამ.

ეს კონსილიუმის ექიმები, ალბათ, იგივე ადამიანები არიან, ვინც ადრეც შედიოდა. ვიცი, რომ ესენი არიან ძალიან კარგი პროფესიონალები, პირადად არცერთს არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ კარგი ექიმები არიან, მჯერა, რომ ობიექტურები არიან და კარგია, რომ შევლენ და დაწერენ დასკვნას” – განაცხადა გიული ალასანიამ.