„სახელმწიფოს თუ დაუპირებთ დამხობას, მიიღებთ საკადრის პასუხს” – ღუდუშაური

 

„ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი, მით უმეტეს იმ რეალობის გათვალისწინებით, როდესაც ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ადგილი აქვს პირდაპირ, ყოველგვარი შენიღბვის გარეშე ქვეყანაში არეულობის, დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობას, რისთვისაც იყენებენ ისეთ ადამიანებს, როგორიც არის ამ შემთხვევაში ეს პიროვნება”  – განაცხადა  უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ლაზარე გრიგორიადისის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად.

ღუდუშაურის თქმით, ახალგაზრდებს ფარად იყენებენ, მათი მხრიდან არის წახალისებული ასეთი სახის ძალადობრივი ქმედებები, რომელსაც საქართველოს ისტორია არ იცნობს.

„რაც შეეხება ამ ვაიპოლიტიკოსების გამონათქვამებს, რომლებიც პირდაპირ ურტყამენ ჩვენი ქვეყნის და იმ ახალგაზრდების განვითარებას, რომლებისთვისაც ვითომ რამეს აკეთებენ, სინამდვილეში კი მათ ფარად იყენებენ, მათი მხრიდან არის წახალისებილი ასეთი სახის ძალადობრივი ქმედებები, რომელსაც ხაზი მინდა გავუსვა, რომ საქართველოს ისტორია არ იცნობს. იქ იდგნენ ჩვენი თანამოქალაქეები, ძმები, დები, მაგრამ მათ აზრადაც  არ მოსვლიათ, ძალადობრივი ქმედება განეხორციელებინათ. ამაზრზენია,  ვინც ასეთი ქმედებებისთვის ამ ადამიანებს გამოიყენებს, მე მინდა ყველას ვუთხრა, ცეცხლს ეთამაშებით ბატონებო და ქალბატონებო, თქვენ სახელმწიფოს თუ დაუპირებთ დამხობას, ჩვენ საზოგადოებას თუ დაუპირებთ აპოკალიფსის მოწყობას, თქვენ მიიღებთ საკადრის პასუხს. ეს მინდა მათ იცოდნენ ძალიან მკაფიოდ, კანონზე მაღლა არავინ დგას.  ისეთი სახის ქმედება, რომელიც ყველამ ვიხილეთ, რომ პოლიციელზე ბედავენ და ასეთი მძიმე ხასიათის დანაშაულს აქვს ადგილი, მოლოტოვის კოქტეილებს ესვრიან და ქუჩებში მანქანებს წვავდნენ, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში, კანონი იქნება შეუვალი” – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.