რუსეთში 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
კამჩატკას ტერიტორიის სამხრეთით 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი პეტროპავლოვსკ-კამჩატსკის სამხრეთით 44 კილომეტრში დაფიქსირდა.
ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი (EMSC)-ს ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანდა რამდენიმე საოფისე ცენტრი და საგანმანათლებლო დაწესებულება.
მიწისქვეშა ბიძგები 100 კმ სიღრმეზე დაფიქსირდა.
ბიძგები ყველაზე ძლიერად იგრძნეს პეტროპავლოვსკ-კამჩატსკის, ელიზოვოსა და ვილიუჩინსკის მცხოვრებლებმა.