სამართალი

რუსთავში კაცმა 100 000 დოლარი გაიტაცა

რუსთავში კაცმა 100 ათასი დოლარი გაიტაცა, რის შემდეგაც ქვეითს დაეჯახა და არხში გადავარდა.

„ინფო რუსთავის” ინფორმაციით, დავით გარეჯის ქუჩაზე, მამაკაცმა BMW-ს მარკის ავტომობილიდან მოტყუებით ჩასვა მგზავრი და მისი კუთვნილი თანხა, 100 000 დოლარი გაიტაცა.

შემთხვევის ადგილიდან მალევე მძღოლი გზაზე მოძრავ ქვეითს დაეჯახა, რის შემდეგაც საჭე ვერ დაიმორჩილა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და არხში ჩავარდა.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები მივიდნენ.

შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდა დაზარალებული მამაკაციც, არსებული ინფორმაციით ის აღნიშნული თანხით ავტომობილის ყიდვას აპირებდა.

ბრალდებული, 25 წლამდე ახალგაზრდა კი პოლიციამ ადგილზე დააკავა.