რეზიდენციის ეზოში, საქართველოს დროშის ორიგინალი აგვისტოს ომის გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილმა აღმართა

  პრეზიდენტის რეზიდენციაში სახელმწიფო დროში დღე საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა.

გიორგი მარგველაშვილმა აფხაზეთის ომის მონაწილე ვეტერანებსა და იუნკერებს, რომლებიც სასახლეში საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფებიან სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა აღნიშნა იმ ადამიანების ღვაწლი, ვინც იბრძოლა სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისთვის. გიორგი მარგველაშვილმა აფხაზეთის ომის ვეტერანები და  იუნკერები დააჯილდოვა. 

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში, საქართველოს დროშის ორიგინალი აგვისტოს ომის გმირის გიორგი ანწუხელიძის შვილმა აღმართა.

მაღლა აღმართული დროშა არის სიმბოლო სახელმწიფოებრიობის, არის სიმბოლო სახელმწიფოში მცხოვრები ხალხის დამოუკიდებლობის და თავისუფლების არის სიმბოლო იმისა, რომ ჩვენ ერთმანეთთან ვართ და ყველას დასანახად აღვმართავთ დროშას იმისთვის რომ ვთქვათ რომ, ჩვენ გვაქვს უნარი ვიყოთ თავისუფალი და დავიცვათ ეს თავისუფლება. საქართველოს დროშა საუკუნეების წინ აღიმართა. ამ დროშის გულისთვის და ჩვენის სახელმწიფოებრიობისთვის ასიათასობით წინაპარმა დასდო ტავი, მოიტანა დღევანდელ; დღემდე სახელმწიფო, რომელმაც გაუძლო უამრავ ჭირსა და ვარამს, გაუძლო უძლიერესი მტრების შემოტევას, ჩვენი დროშა მრავალის საუკუნის მატარებელია და მრავალი ჩვენი წინაპრის ღვაწლითა და სისხლის არის გაჟღენთილი. როდესაც ჩვენ აღვმართავთ დროსას ჩვენ არ ვიყურებით წარსულში, ჩვენ ვიყურებით მომავალში“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა

კომენტარის დატოვება