“კალიბრის“ ათობით კომპონენტი რუსებს სხვა ქვეყნებიდან მიეწოდა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, “კალიბირის” რაკეტების ათობით კომპონენტი რუსეთს სხვა ქვეყნებიდან მიეწოდებოდა.

„რუსმა არაადამიანებმა „კალიბრებით“ ოდესაზე მორიგი სარაკეტო შეტევა განახორციელეს. ამ „კალიბრების“ ათობით კომპონენტი რუსეთს სხვა ქვეყნებიდან მიეწოდა. აშკარაა, რომ ყოველი ასეთი მიწოდების გზა ტერორის გაზრდის გზას წარმოადგენს. მსოფლიოს აქვს ინსტრუმენტები, რომ დაბლოკოს ყველა ასეთი გზა – ყველა ქვეყნიდან, ყველა კომპანიისგან, რომლის კომპონენტებს რუსი რაკეტების მწარმოებლები იყენებენ“, – განაცხადა  ზელენსკიმ.

მისი თქმით, მსოფლიოს აქვს შესაძლებლობა რუსული რაკეტების წარმოებისთვის საჭირო კომპონენტების მიწოდების გზები დაბლოკოს და ამ საკითხზე უკრაინის ხელისუფლება  პარტნიორებთან კომუნიკაციას აგრძელებს.