დოჰაში, აშშ-სა და ავღანეთის მმართველ „თალიბანს“ შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა

კატარის დედაქალაქ დოჰაში, აშშ-სა და ავღანეთის მმართველი ისლამური რადიკალური მოძრაობა „თალიბანს“ შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ვაშინგტონი ღია რჩება ეკონომიკური სტაბილურობისა და ნარკოტიკებთან ბრძოლის საკითხებზე ტექნიკური მოლაპარაკებისთვის.

უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ ოფიციალური ვაშინგტონი დადებითად აფასებს ავღანეთში ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათ შორის ინფლაციის შემცირებას და ასევე, ოპიუმის ყაყაჩოს დათესვის შემცირებას 2022 წლის დაწესებული აკრძალვის ფარგლებში და ასევე მზად არის ნარკოტიკებთან ბრძოლის საქმეში თანამშრომლობის გაგრძელებისთვის.

„შეშფოთებას ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მდგომარეობა იწვევს. მოვუწოდებთ ავღანეთის ხელისუფლებას, გააუქმონ აკრძალვა გოგონების მიერ საშუალო განათლების მიღებაზე, ნება დართოს ქალებს თავისი პროფესიული საქმიანობა აწარმოონ და გაათავისუფლონ ციხეში მყოფი ამერიკელები“, – ნათქვამია განცხადებაში.