მოდელის, რენატა ბეგიაშვილის ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ყოფილი მეუღლე სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა

მოდელის, რენატა ბეგიაშვილის ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ყოფილი მეუღლე, შალვა იაშვილი სასამართლომ 50 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა.

მოსამართლემ გირაოს შესახებ  ბრალდებულის დაცვის მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა.

საქმის პროკურორის ალინა კუკავას თქმით, დაზარალებულმა ქალმა, გამოკითხვისას აღნიშნა, რომ მასზე   მეუღლემ  არაერთხელ იძალადა.

სასამართლომ შალვა იაშვილს პატიმრობა 27 აპრილს შეუფარდა.

შეგახსენებთ, საგამოძიებო უწყების ცნობით, 22 აპრილს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შალვა იაშვილმა მეუღლეს, რენატა ბეგიაშვილზე  ფიზიკურად იძალადა ,რა დროსაც  მას სახეზე  დაზიანებები მიაყენა.