დრესკოდი ქუთაისის მერიაში – შენობაში მამაკაცი შორტით არ დაიშვება
ქუთაისის მერიაში დრესკოდი ამოქმედდა. მამაკაცი შორტით ადგილობრივ თვითმმართველობაში არ დაიშვება. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „ინფო იმერეთი” ავრცელებს.
“გვითხრეს, რომ შორტებით ვერ შეგიშვებთ. ბრძანებაა, ვინც არ უნდა იყოს, შორტებიანს შენობაში ვერ შევუშვებთ” – განუცხადეს ტელე ოპერატორს ქუთაისის მერიის დაცვის სამსახურში.
ქუთაისის მერიაში აღნიშნულზე კომენტარს არ აკეთებენ.