როცა სისხლიანი „ნაცი“ დაგიძახებს მოღალატეს, რუსს და პასუხს არ გასცემ, საზოგადოება იფიქრებს, რომ ან ხარ სუსტი, ან მტყუანი-კობახიძე

როცა გამოდის სისხლიანი „ნაცი“ და გეუბნება, რომ შენ ხარ მოღალატე და რუსი, იქ დედის გინება არის აბსოლუტურად ადეკვატური პასუხი, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ საუბრისას.

„როგორც კი „ნაცი” დაგიძახებს რუსს თუ მოღალატეს და ამას პასუხს არ გასცემ, საზოგადოება იფიქრებს, რომ ან ხარ სუსტი, ან ხარ მტყუანი. გუშინ კონკრეტულმა დეპუტატებმა უპასუხეს ადეკვატურად დედის გინებით ამ ადამიანებს, რაც შეირგეს. ეს არის ერთადერთი ადეკვატური პასუხი, როცა “ნაცი” გეძახის მოღალატეს და რუსს. ეს ადამიანები მოქმედებენ აკერმანის სახელმძღვანელოს მიხედვით, სადაც აღწერილია ბოლშევიკური მეთოდები. როგორ წარმოგიდგენიათ, ვიღაც მოდის, გეძახის რუსს და მოღალატეს და შენ ხარ ჩუმად? რა პასუხი უნდა გასცე – ბოდიში, არ ვარ რუსი?! რა უნდა თქვა, ხომ სასაცილოა ეს ყველაფერი. , – განაცხადა კობახიძემ.