შვეიცარიელი პოლიტიკოსი: გადაწყვეტილება საზიანოა მთელი საქართველოს ეკონომიკისთვის

შვეიცარიელი პოლიტიკოსი: რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების გაუქმება შვეიცარიის მუშაობას ართულებს.

რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის გაუქმებამ გაართულა შვეიცარიის მუშაობა, რომელიც საქართველოში რუსეთის ინტერესებს წარმოადგენს – განაცხადა აღნიშნულთან დაკავშირებით, შვეიცარიის ფედერალური ასამბლეის კანტონის საბჭოს თავმჯდომარემ, ჟან-რენე ფურნიემ რუსეთის დუმის სპიკერ ვიაჩესლავ ვოლოდინთან შეხვედრისას გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარია საქართველოში რუსული ინტერესების წარმმადგენელია და ჟენევის დისკუსიების ორგანიზებასა და ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებში მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

„რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების გაუქმებამ უარყოფითი გავლენა მოახდინა და მისცა საშუალება გაძლიერებულიყო ის უმცირესობა, რომელსაც რუსეთის მიმართ კარგი დამოკიდებულება არ აქვთ’’- განაცხადა ფურნიემ. როგორც მან აღნიშნა, პირდაპირი რეისების გაუქმებამ აზარალა ისინიც, ვინც „ორ ქვეყანას შორის პრაგმატულ ურთიერთობბს მხარს უჭერს“. ”ამან განაპირობა ის, რომ ისინი ვინც კარგ ურთიერთობების მომხრეა დაისაჯა. ეს გადაწყვეტილება საზიანოა მთელი საქართველოს ეკონომიკისთვის”, – დასძინა ფურნიემ. შვეიცარიელი პოლიტიკოსის განცხადებით, „პირდაპირი რეისების გაუქმება იყო ნაბიჯი, რამაც გაართულა შვეიცარიის მუშაობა, რომელიც საქართველოში რუსეთის ინტერესებს წარმოადგენს“.

საქართველოსა და რუსეთს შორის ისედაც რთული ურთიერთობები მას შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა, რაც თბილისში დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი ჩამოვიდა. 20 ივნისს თბილისის ცენტრში ანტისაოკუპაციო აქციები დაიწყო. ამ მოვლენების და საქართველოს პირველი პირების მკვეთრი განცხადებების საპასუხოდ პუტინმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეზღუდა.

https://ria.ru/20191015/1559804434.html?fbclid=IwAR0bASQQCHsCHcjV4WQ-cQbU7Rxgr2FEwHXwuAX6D8tVlae5WD66nLvu_1g