შეზღუდვების მიზანმიმართულად დარღვევის შემთხვევაში ორგანიზაციები სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას ვეღარ მიიღებენ

ნებისმიერი ორგანიზაციის მხრიდან წესების მიზანმიმართულად დარღვევას, როგორც შედეგი, მოყვება უმკაცრესი დასჯა. გარდა ამისა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ასეთი ორგანიზაციები ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან იმ სუბსიდირებასა და დახმარებას, რომელიც გათვალისწინებული იყო პანდემიის წინააღმდეგ ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებებით, – ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„შეზღუდვების შემსუბუქება ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას – არა მხოლოდ მოქალაქეების, არამედ ყველა სახის ორგანიზაციის. შემსუბუქებასთან ერთად წესების დაცვის გამკაცრებაზეც უნდა ვიზრუნოთ. პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია გაორმაგდება. თანამედროვე მსოფლიოში პანდემიის წინააღმდეგ ვერავინ ვერ შექმნა ვერაფერი უფრო ეფექტური, ვიდრე პირბადე, დისტანციის დაცვა, ტესტირება და ვაქცინაცია. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს წესები დავიცვათ. ნებისმიერი ორგანიზაციის მხრიდან წესების მიზანმიმართულად დარღვევას, როგორც შედეგი, მოყვება უმკაცრესი დასჯა. გარდა ამისა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ასეთი ორგანიზაციები ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან იმ სუბსიდირებასა და დახმარებას, რომელიც გათვალისწინებული იყო პანდემიის წინააღმდეგ ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებებით. გარდა ამისა, ისინი ვეღარ მიიღებენ მომავალში სახელმწიფოს მხარდაჭერის ნებისმიერ ღონისძიებაში მონაწილეობა“, – განაცხადა გახარიამ.