საქართველოს მასშტაბით ბაზრობები 8 თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას

საქართველოს მასშტაბით ბაზრობები 8 თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„რაც შეეხება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, ციფრები საკმაოდ იმედიმომცემია. ჩვენ ვთქვით, რომ შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქების საკიტხი ფახდებოდა მსჯელობის საგანი იმ შემთხვევაში თუ პოზიტიური დინამიკა იქნებოდა შენარჩუნებული. ინფიცირების და დადებითობის ყოველდღიური მაჩვენებელი უკვე ჩამოვიდა ოთხ პროცენტზე ქვემოთ, რაც გვაძლევს შესაძლებლობას თამამად, მაგრამ ფრთხილად გავაგრძელოთ შეზღუდვებსი შემსუბუქება. თუმცა, ყველას უნდა გვახსოვდეს ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ წესები დავიცვათ. არაგონივრული, სწრაფი შეზღუდვების მოხსნა არის პირდაპირი გზა ამ შეზღუდვების თავიდან დაწესების. ვიზრუნოთ ინფექციის მართვით მიღწეულ შედეგზე, რომ გაზაფხულის ბოლოს,ზაფხულის დასაწყისში კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი ეკონომიკას, ტურიზმს. მსჯელობსი შედეგად, ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან ამოქმედდება მუნუციპალური ტრანსპორტი სრული მასშტაბით, გარდა ამისა, 8 თებერვლიდან ამოქმედეება ბაზრობები. ერთი კვირის შემდეგ, 15 თებერვლიდან ჩვენი შვილები გააგრძელებენ სწავლას საკლასო ოთახში. ასევე, 15-დან კვების ობიექტები, მათ შორის რესტორნები შეძლებენ ამოქმედდენ ღია სივრცეში“, – განაცხცადა გახარიამ.