Facebook-ი ხარვეზებით მუშაობს

Facebook-ი ხარვეზებით მუშაობს. სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ პოსტებისა და ფოტოების დადება უჭირთ.

შეფერხებაა მესენჯერშიც, სადაც ხმოვანი შეტყობინებებისა და ფოტოების გაგზავნა ვერ ხერხდება.

ხარვეზების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.