“რომანტიკოსი მეგრელი 3020 ლარით დააჯარიმეს – აი, კაცი რომ ისედაც ძლივს სუნთქავდა, ცეცხლში იწვოდა და დენზე იყო შემდგარი, რა პირბადეს სთხოვთ, ხალხო?”- გოდერძი შარაშია

ჟურნალისტი გოდერძი შარაშია ზუგდიდში გუშინ მომხდარ ფაქტს ეხმაურება.

როგორც შარაშია სოციალურ ქსელში წერს, კაცი, რომელიც ელექტროგადამცემი ბოძიდან გადმოხტომით იმუქრებოდა, 3020 ლარით დააჯარიმეს.

„მოკლედ რომანტიკოსი მეგრელი 3020ლარით დააჯარიმეს აქედან:
2000 ლარით – კომენდანტის საათის დარღვევის გამო.
1000 ლარით – თვითმკვლელობის მცდელობის გამო
20 ლარით – ღია სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილების გამო.
აი, კაცი რომ ისედაც ძლივს სუნთქავდა, ცეცხლში იწვოდა და დენზე იყო შემდგარი, სიყვარული რომ ხელიდან ეცლებოდა და ფილტვში ჰაერი არ ჩასდიოდა, რა პირბადეს სთხოვთ ხალხოოო, რა 20 ლარი,“ – წერს გოდერძი შარაშია.

ცნობისთვის, გუშინ ზუგდიდში მამაკაცი ელექტეოგადამცემ ბოძზე ავიდა და გადმოხტომით იმუქრებოდა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მას შეყვარებულმა ცოლობაზე უარი უთხრა.