რუსულმა ძალებმა ხერსონი დაბომბეს

დღეს რუსმა სამხედროებმა ხერსონის საცხოვრებელი კვარტლები დაბომბეს,- ინფორმაციას მედია ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაღუპულია 27 წლის მამაკაცი. დაზიანებულია სასწრაფო დახმარების მანქანა“, – განაცხადა ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ალექსანდრე პროკუდინმა.

მისივე თქმით, საარტილერიო დარტყმები სამოქალაქო ობიექტებზე განხორციელდა – სახლები, საბავშვო ბაღი, საგანმანათლებლო დაწესებულება და ტექნიკური მომსახურების სადგური. დაზიანდა ასევე სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც ხერსონელებისთვის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად მიემართებოდა. ექიმები არ დაშავებულან.

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულმა ჯარმა ხერსონის ოლქი 57-ჯერ დაბომბეს.