არასრულწლოვნებით ვაჭრობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

არასრულწლოვნებით ვაჭრობის ბრალდებით  სამართალდამაცვებმა 1 პირი  დააკავეს,- ინფორმაციას  შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, წარსულში ნასამართლევი, 38 წლის მამაკაცი ბრალდებული ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, არასრულწლოვანი გერების შრომით ექსპლუატაციას სისტემატურად ახდენდა.

დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.