“ქართველი პუტინისტები გადასულები არიან რუსულ-ბელორუსული რეჟიმების სტილში განათლებული, მოაზროვნე ადამიანების ტოტალურ ტერორზე” – ხაბეიშვილი

ქართველი პუტინისტები გადასულები არიან რუსულ-ბელორუსული რეჟიმების სტილში განათლებული, მოაზროვნე ადამიანების ტოტალურ ტერორზე,-  ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ის  ლევან ბერძენიშვილის მიმართ განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება.

„რუსული ოცნება“ – ქართველი პუტინისტები გადასულები არიან რუსულ-ბელორუსული რეჟიმების სტილში განათლებული, მოაზროვნე ადამიანების ტოტალურ ტერორზე. სიბნელე, სიმახინჯე ვერ გაიმარჯვებს”,-  აღნიშნა  ხაბეიშვილმა.

ლევან ბერძენიშვილს თავს  ახალგაზრდა მამაკაცი ჭავჭავაძის გამზირზე დაესხა.