” მობეზრდათ დასავლური დაპირებები “- ლუკაშენკო საქართველოზე

საქართველოს დასავლეტის დაპირებები მობეზრდა და   სურს დაბრუნდეს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზრებზე,-ამის შესახებ  ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ დღეს, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე განცხადა.

მისი თქმით,  თუ დასავლეთის მხრიდან რაიმეს შეთავაზება მოხდება, ეს იქნება მხოლოდ რესურსების სანაცვლოდ.

საქართველოს მაგალითი. თქვენ ხედავთ მათ პოლიტიკაში გარკვეულ ცვლილებას: მობეზრდათ დასავლური და სხვა დაპირებები და სურთ ისევ ჩვენს ბაზარზე დაბრუნდნენ, რადგან არავინ შეგიშვებთ თავიანთ ბაზრებზე რძით, ხორცით, ღვინით. ბაზრები დიდი ხანია დანაწილებულია და მათთვის მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს. ეს არის მეორე მიზეზი, რის გამოც ჩვენ ერთად უნდა დავრჩეთ. ეს არის ჩვენი ათვისებული ბაზარი”, – განაცხადა ლუკაშენკომ.