ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი დაანონსა

ევროკავშირი წევრ ქვეყნებს უკრაინის მხარდასაჭერად 50 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფას სთხოვს,- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მისი თქმით, დახმარების პაკეტი მოიცავს როგორც გრანტებს, ასევე სესხებს.

„ვთავაზობთ ფინანსურ რეზერვს მომდევნო ოთხი წლისთვის 50 მილიარდ ევროს ოდენობით. ეს ფინანსური რეზერვი საშუალებას მოგვცემს ჩვენი ფინანსური მხარდაჭერა ადგილზე სიტუაციის ევოლუციას მოვარგოთ, რადგან ვიცით, რომ ომი ჩვენგან უდიდეს მოქნილობას მოითხოვს”, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.