თავდაცვის ძალებს ბახმუტის სამხრეთით ნაწილობრივი წარმატება აქვთ – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 39 საბრძოლო შეტაკება მოხდა, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

„თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას მელიტოპოლის მიმართულებით, ანადგურებენ მტერს და ეტაპობრივად ათავისუფლებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს. გასული დღის განმავლობაში, თავდაცვის ძალების თვითმფრინავებმა 18 დარტყმა მიაყენეს მტრის ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებს და მტრის საზენიტო სარაკეტო სისტემების პოზიციებს”, – აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, სარაკეტო ჯარებმა და საარტილერიო ქვედანაყოფებმა მტრის 4 საბრძოლო საცავს, 12 საარტილერიო იარაღს, მართვის 2 პუნქტს და მტრის ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 2 რაიონს დაარტყეს.

ამასთან, გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ შეტევითი ქმედებების შედეგად, თავდაცვის ძალებს ნაწილობრივი წარმატება აქვთ ბახმუტის სამხრეთით, მოწინააღმდეგეს დაკავებული პოზიციებიდან აძევებენ და მიღწეულ საზღვრებზე მაგრდებიან.