ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები თბილისში მსვლელობას მართავენ

ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები პარლამენტის შენობიდან “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისამდე მსვლელობს მართავენ.

მაღაროელების მთავარი მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა.  მსვლელობის  დასრულების შემდეგ გაფიცულები პარლამნეტის შენობასთან გადაინაცვლებენ.

აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს პოლიტიკოსებს, აქციაზე მოსვლისგან თავი შეიკავონ.