ირაკლი კობახიძე – „ნაცმოძრაობას“ უახლოეს დღეებში მოუწევს პარლამენტში შესვლა, ეს ნიშნავს მათ სისუსტესა და მარცხს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უახლოეს დღეებში „ნაციონალურ მოძრაობა“ პარლამენტში შესვლა მოუწევს.

კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ დამარცხებულს უწოდებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ აბრალებდა სხვა ოპოზიციურ პარტიებს, თითქოს არასწორ პოზიციაზე იყვნენ, თუმცა ახლა მათ უწევთ პარლამენტში შემოსვლა. „ნაცმოძრაობას“ მოუწევს უახლოეს დღეებში პარლამენტში შესვლა. ეს ნიშნავს მათ სისუსტეს, მათ არათანმიმდევრულობას და მათ მარცხს“, – განაცხადა კობახიძემ.