“„ოცნების“ დამარცხებაში „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე დიდ წვლილს შეიტანს” – ანა წითლიძე

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „ოცნების“ დამარცხებაში „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე დიდ წვლილს შეიტანს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა.

დეპუტატი “ედისონ რისერჩის” კვლევებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “ნაციონალური მოძრაობისთვის” პროცენტული მაჩვენებლები მნიშვნელოვანი არ არის, მთავარი ხელისუფლების დამარცხებაა.

„კვლევამ აჩვენა, რომ „რუსული ოცნება“ არ არსებობს და დამარცხებულია, რადგან ჯამში ოპოზიცია უგებს რუსულ ოცნებას და მან იცის, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პირობებში, მას შანსი არ აქვს, დარჩეს ხელისუფლებაში. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობის“ პროცენტებს, ჩვენ, ცხადია, კმაყოფილი არასოდეს ვართ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის პროცენტები, მნიშვნელოვანია შევძლოთ „რუსული ოცნების“ დამარცხება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მითქმა- მოთქმა იყო შიდა პროცესებზე, რომ თითქოს, „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალა, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ოპოზიციური პარტია, რომელიც ყველაზე დიდ წვლილს შეიტანს „ოცნების“ დამარცხებაში“, – განაცხადა წითლიძემ.