“„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერობით ივანიშვილის რეჟიმს ვერ დავამარცხებთ” – გიგა ბოკერია

“ნაციონალური მოძრაობის ” ლიდერობით  ივანიშვილის რეჟიმს ვერ  დავამარცხებთ და ვერც ქვეყანას ამვიყვანთ  ჭაობიდან, -ამის შესახებ  „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით „ნაციონალური მოძრაობას“  არც ფასეულობები და არც პრინციპები არ გააჩნია.

„ყველა მოქალაქემ, რომელიც ვარდების რევოლუციის იდეალების გამო ან ივანიშვილის რეჟიმის შეცვლის მოტივით აქამდე მხარს უჭერდა ენმ-ს, უნდა იცოდეს, რომ ამ გუნდის ლიდერობით ჩვენ ვერც ივანიშვილის რეჟიმს დავამარცხებთ, ვერც ამ ჭაობიდან ამოვიყვანთ ქვეყანას და ვერც თავისუფლებისკენ გადავდგამთ ნაბიჯს. ეს არის გუნდი, რომელსაც აღარ გააჩნია არც ფასეულობები და არც პრინციპები”, – განაცხადა ბოკერიამ.