ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავა გახდა

ეროვნული ბანკის საბჭომ პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე  ნათია თურნავა აირჩია. მას მხარი საბჭოს 7 წერვიდან 5-მა დაუჭირა მხარი, ხოლო 2-მა თავი შეიკავა.

„დღეს ჩატარდა ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომა და ხმათა უმრავლესობით, საბჭომ მხარი დამიჭირა და ამირჩია პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე.

ძალიან დიდი მადლობა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს, მიუხედავად იმისა დამიჭირა თუ არა რომელიმე მათგანმა მხარი თუ თავი შეიკავა. 7 წევრიდან 5-მა მხარი დამიჭირა და 2-მა თავი შეიკავა“, – განაცხადა თურნავამ.