“მნიშვნელოვანია უკრაინის შესაძლებლობების შემდგომი გაზრდა ჩვენი ცის დასაცავად” – ზელენსკი

აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებმა, ჯო ბაიდენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბრისას უკრაინაში საომარი მოქმედებების მიმდინარეობა და რუსეთში მიმდინარე პროცესები განიხილეს.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ბაიდენს უკრაინის მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით „პატრიოტის“ სარაკეტო სისტემების მიწოდებისთვის.

“მნიშვნელოვანია უკრაინის შესაძლებლობების შემდგომი გაზრდა ჩვენი ცის დასაცავად. ამ კონტექსტში მადლობა გადავუხადე მას მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

“ვესაუბრე აშშ-ის პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს. პოზიტიური და შთამაგონებელი საუბარი. განვიხილეთ საომარი მოქმედებების მიმდინარეობა და პროცესები, რომლებიც რუსეთში მიმდინარეობს. მსოფლიომ უნდა მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, სანამ საერთაშორისო წესრიგი არ აღდგება“, – დაწერა ზელენსკიმ „ტელეგრამზე“.