“საქართველო რუსული ძალისგან – „ქართული ოცნებისგან“ გასათავისუფლებელია” – გიორგი ვაშაძე

საქართველო რუსული ძალისგან – „ქართული ოცნებისგან“ გასათავისუფლებელია,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ  განაცხადა.

„საქართველო რუსული ძალისგან – „ქართული ოცნებისგან“ გასათავისუფლებელია. ეს არის ჩვენი ამოცანა და ამაში სრული მხარდაჭერა გვექნება ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან. გარდა ამისა, სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხებს ვსვამთ. ჩვენ რომ გვყავდეს ეროვნული ინტერესებით მოძრავი ხელისუფლება, ამას გააკეთებდა უკვე და ეს ყველაფერი მნიშვნელოვანწილად რეალიზებული იქნებოდა, მაგრამ როცა ხელისუფლებას უვიზო მიმოსვლა რუსეთთან აინტერესებს და არა ამერიკასთან, ვართ იმ რეალობაში, რაშიც ვართ. ასე რომ, ჩვენ გავიმარჯვებთ. საქართველო გაიმარჯვებს. ამერიკა ჩვენს გვერდით არის. ჩვენი პარტნიორები ჩვენს გვერდით არიან და რუსეთისთვის საჯიჯგნად არ მიგვატოვებს არც ერთ შემთხვევაში არავინ. აუცილებლად გავიმარჯვებთ საბოლოო ჯამში,“ – განაცხადა ვაშაძემ.

მან  ამერიკის შეერთებულ შტატებში, სენატის, კონგრესისა და ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ  ასევე განაცხადა, რომ , შეხვედრაზე მთავარ თემებს ორი  დოკუმენტი – „საკანონმდებლო აქტი“ და „შავი ზღვის მხარდაჭერის აქტი“ წარმოადგენდა, რომლებიც წლის ბოლომდე იქნება მიღებული.