„ვგმობთ რუსეთის განცხადებას ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ”- იენს სტოლტენბერგი

ვგმობთ რუსეთის განცხადებას ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ. ეს არის უგუნური და უპასუხისმგებლო, -ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ვიზიტისას განაცხადა.

„ვგმობთ რუსეთის განცხადებას ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ. ეს არის უგუნური და უპასუხისმგებლო. ვერ ვხედავთ იმის ნიშანს, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად, მაგრამ ნატო სიფხიზლეს ინარჩუნებს“- აღნიშნა  სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, რაც უფრო მეტ ტერიტორიას დაიბრუნებს უკრაინა, მით უფრო ძლიერი იქნება ის მოლაპარაკების მაგიდასთან სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად.

„ვინაიდან რუსეთი აგრძელებს თავდასხმას, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის გაგრძელება. უკრაინელებმა წამოიწყეს კონტრშეტევა ოკუპირებული მიწების დასაბრუნებლად. რაც უფრო მეტი ტერიტორიას დაბრუნებას შეძლებენ, მით უფრო ძლიერი იქნება ის მოლაპარაკების მაგიდასთან სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.