“მოვუწოდებ მმართველ გუნდს შეწყვიტოს პრეზიდენტის დისკრედიტაცია” – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

მოვუწოდებ უმრავლესობას, შეცვალოს დამოკიდებულება პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი, შეწყვიტოს მისი დისკრედიტაცია,- ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ განაცხადა.

მისივე თქმით,   უმრავლესობის ლიდერის განცხადებები პოლარიზაციას აღვივებს.

“ყველა აკვირდებოდით კომიტეტის სხდომას, სადაც კანდიდატებთან და მათ პროფესიონალიზმთან დაკავშირებით კითხვები არ იყო. პირდაპირ განაცხადეს, რომ ეს არის პოლიტიკური აქტი, რომ ჩააგდონ კანდიდატები. მე არ ვიცი, ასეთი მიდგომა სადამდე მიგვიყვანს, სიმართლე გითხრათ, პოლარიზაციის გაღრმავებას ზუსტად ასეთი დამოკიდებულება უწყობს ხელს. ამიტომ მოვუწოდებ მმართველ გუნდს, შეარბილოს, შეცვალოს დამოკიდებულება პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი, შეწყვიტოს მისი დისკრედიტაცია, შეურაცხყოფა, გადავიდეთ დიალოგზე”–  განაცხადა გიორგი მსხილაძემ.