“ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ევროკავშირი მზად არ არის შავ ზღვას გადმოაბიჯოს და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მისცეს” – სოზარ სუბარი

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ევროკავშირი მზად არ არის შავ ზღვას გადმოაბიჯოს და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მისცეს, მით უმეტეს, ევროკავშირის წევრად აიყვანოს,- მის შესახებ „ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა  სოზარ სუბარმა განაცხადა.

“ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ევროკავშირი მზად არ არის შავ ზღვას გადმოაბიჯოს და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მისცეს, მით უმეტეს, ევროკავშირის წევრად აიყვანოს და ახლა ეძებს მიზეზებს, რომ თვითონ რომ არ არის მზად ჩვენს მისაღებად, ეს აქეთ დაგვაბრალოს. მეორე ის, რომ საქართველოს ჰყავს ის ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს გარკვეულ მოთხოვნებზე, მათ შორის, ომში ჩართვის მოთხოვნაზე წინ აყენებს. ამას არ გვპატიობენ და ამიტომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არის ერთგვარ ზეწოლის ბერკეტად გამოყენებული, რომ რამენაირად გვაიძულონ თამაშის ის წესები ვითამაშოთ, ამ შემთხვევაში რუსეთთან უფრო სერიოზულ კონფლიქტში შესვლა იგულისხმება, რომელსაც თავს გარედან გვახვევენ“, – აღნიშნა სუბარმა.

 

მისივე თქმით,  “ოლივერ ვარჰეის, რომელიც რამდენიმე თვის წინ იყო საქართველოში და ჩვენმა ოპოზიციამ რუსეთის და პუტინის აგენტად გამოაცხადა, მას მერე, რაც ევროკომისიაზე გამოვიდა და თქვა, რომ საქართველოს 12-დან მხოლოდ 3 პუნქტი აქვს შესრულებულიო, დღეს აღარ მოიხსენიებენ ამ ტერმინებით”.

ინფორმაციას “ხალხის ძალა“ ავრცელებს.