” ციანიდის საქმეს “უზარმაზარი სპეკულაციათა ნაკადი მოჰყვა”

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და განმარტა, რომ ე.წ. ციანიდის საქმეს “უზარმაზარი სპეკულაციათა ნაკადი მოჰყვა.”

“მინდა პატრიარქს ვუსურვო ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთვის არის ეკლესიის ერთიანობა უმნიშვნელოვანესი, ეკლესიის როგორც სახელმწიფოს ძლიერებისთვის მნიშვნელოვანი ინსტიტუციის ერთიანობა. ამიტომ ჩვენ რაც მოხდა იმაზე დეტალურ კომენტარს არ გავაკეთებთ, ვფიქრობთ რომ უზარმაზარი სპეკულაციათა ნაკადი მოჰყვა, ვფიქრობ რომ ეს არის უადგილო, ჩვენ გვინდა ყველამ გავაკეთოთ ყველაფერი რომ მუხტი ჩავაცხროთ გამოძიებას მივცეთ საშუალება, რომ ყველაფერი დაადგინოს.

მე ყველა დეტალს ვფლობ, როდესაც სასულიერო პირი მომწამლავი ნივთიერებით კვეთს საზღვარს და მოდის იქ, სადაც პატრიარქი იმყოფება რა თქმა უნდა დიდი უბედურების თავიდან აცილებაზეა საუბარი, სავარაუდო მსხვერპლთა რაოდენობას და ვინაობას გამოძიება დაადგენს,”-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.