“სოფლებსა და ეროვნული უმცირესობების სკოლებში კვლევებმა განათლების საკმაოდ დაბალი დონე აჩვენა”

განათლების სამინისტრო სოფლებსა და ეროვნული უმცირესობების სკოლებში პედაგოგთა გადამზადებას იწყებს. როგორც ალექსანდრე ჯეჯელავა აღნიშნავს, განათლების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი  სწორედ პერიფერიებსა და ეროვნული უმცირესობებით დაკომპლექტებურ სკოლებში აღინიშნება.  მთავრობამ ასეთ ადგილებში მასწავლებელთა დასაქმების მიზნით 1000-მდე პედაგოგის   გადასამზადებლად  გრანტი გამოყო.  განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე თბილისში საგანმანათლებლო კონფერენციაზე მსჯელობენ. როგორც მაია მიმინოშვილი აღნიშნავს,  გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევებით დადგინდა, რომ ქვეყნის მასშტაბით მე-8 და მე-9 კლასელების განათლების მდგომარეობა  მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებშიც საგანგაშოა. კონფერენციაზე განათლების სისტემაში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ.