„არ ვსაუბრობ რომ ქართლი ოცნების კრიტიკა დაუშვებელია თუმცა ეროვნული ინტერესებზე მაღლა არაფერი დგას”

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას არჩევნების დროს მოქმედ რუსულ რბილ ძალაზე ილაპარაკა.

„წინასაარჩევნო პერიოდი არამხოლოდ რთული არამედ ამორალური და ბინძური იყო. როდესაც ვსაუბრობთ რუსულ რბილ ძალაზე, ეს პროპაგანდისტული მანქანა ეფუძნება საბჭოთა ტრადიციებს, მეტოქეს დააბრალო ის, რაც ჩაიდინე შენ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმინისტრის თქმით, ოპოზიციური ძალის მიერ ჩადენილი ქმედებები აზიანებდა ეროვნულ ინტერესებს და ამისათვის ავრცელდებდა ყალბ ამბებს.

„არ ვსაუბრობ რომ ქართლი ოცნების კრიტიკა დაუშვებელია თუმცა ეროვნული ინტერესებზე მაღლა არაფერი დგას. ქართული ჯარი უმნიშვნელოვანესი  ინსტიტუტია, უპასუხისმგელო ოპოზიციონერები კი ცდილობდნენ მათ პოლიტიკურ საქმეში ჩარევას“,  – ამბობს მამუკა ბახტაძე.