უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დააკავა, მათგან 77 სიკვდილი დასაჯეს – გაერო

უკრაინაში გაერო-ს სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, რუსეთმა კონფლიქტის დაწყების შემდეგ 800-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დააკავა, – ამის შესახებ  მისიის ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, დაკავებულებიდან 77 პირი სიკვდილით დასაჯეს.

გაერო-ს ადამიანის უფლებების ოფისმა გამოავლინა თვითნებური დაკავებების, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, მათ შორის წამების, არასათანადო მოპყრობისა და გაუჩინარების.