“საკუთარი ქვეყნისა და ქველმოქმედებისთვის 300 დოლარი რომ არ დაგიხარჯავთ და სხვის 3 მილიარდ დოლარს რომ იწუნებთ, ეს არის სირცხვილი“ – კობახიძე

საკუთარი ქვეყნისა და ქველმოქმედებისთვის 300 დოლარი რომ არ დაგიხარჯავთ და სხვის 3 მილიარდ დოლარს რომ იწუნებთ, ეს არის სირცხვილი,- ამის შესახებ   „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

“ადამიანები არიან, რომლებსაც ერთი აგური არ დაუდიათ და მტრობის მეტი არაფერი გაუკეთებიათ ქვეყნისთვის. არ გინდათ სპეკულაციები, სამარცხვინოა. 3 000 დოლარი დაგიხარჯავთ საკუთარი ქვეყნისთვის, 300 დოლარი დაგიხარჯავთ? – არ დაგიხარჯავთ. საკუთარი ქვეყნისა და ქველმოქმედებისთვის 300 დოლარი რომ არ დაგიხარჯავთ და სხვის 3 მილიარდ დოლარს რომ იწუნებთ, ეს არის სირცხვილი“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი საზოგადებას  ემსახურება.

“დღესაც ეს პარკი არის გახსნილი საზოგადოებისთვის და თავიდან ბოლომდე ემსახურება საზოგადოებას. ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოინახულოს ეს პარკი და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის ეს პირობა არის ბოლომდე შესრულებული. რაც შეეხება ამ ტექნიკური საკითხების გამოყენებას კამპანიისთვის, ეს უბრალოდ სამარცხვინოა. მინდა ერთი რამ შეგახსენოთ,  ბიძინა ივანიშვილს 3 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული ქველმოქმედებაზე, 500-ზე მეტი მარტო ეკლესია-მონასტერია აღდგენილი, რეაბილიტირებული უამრავი თეატრი, ა.შ. აღარაფერს ვამბობ, რომ კონკრეტულ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს ეხმარებოდა ის წლების განმავლობაში. “- აღნიშნა კობახიძემ.