„გამწარებული რუსული პარტია გამოიყურება ასე – გარდაბანში საბურავები დაგვიჭრეს” – ხაბეიშვილი

გამწარებული რუსული პარტია გამოიყურება ასე – გარდაბანში საბურავები დაგვიჭრეს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და  შესაბამის ფოტოს აქვეყნებს.

ხაბეიშვილის თქმით, მას   გარდაბანში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, მანქანის საბურავები დაუზიანეს.

„გამწარებული რუსული პარტია გამოიყურება ასე – გარდაბანში საბურავები დაგვიჭრეს. იფიქრეს დროს დაკარგავენ, ხალხს ვეღარ შეხვდებიან და ამის გარკვევას დაიწყებენო.

ხალხსაც შევხვდით, პრობლემებზეც ვისაუბრეთ, ახალი ოფისიც გავხსენით და რუსულ პარტიასაც გავისტუმრებთ ბევრი შრომით და ხალხთან ერთად ბრძოლით!“ – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.