“საქართველო რუსეთ-უკრაინის აგრესიის შემდეგ გახდა რუსეთის იზოლაციიდან დახსნის ერთ-ერთი მექანიზმი” – რომან გოცირიძე

საქართველო გახდა რუსეთის იზოლაციიდან დახსნის მექანიზმი – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა  რომა გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სანქციებისთვის გვერდის ავლაში პირდაპირ და ირიბად მონაწილეობა  დანაშაულებრივია.

ყველამ კარგად იცის, საქართველო არის ტრანზიტული არხი, ფაქტობრივად, რუსეთის ეკონომიკის გადამრჩენი, ვინაიდან თურქეთიდან შემომავალი ტვირთები საქართველოს გავლით შედის რუსეთში. ისევე როგორც საქართველომ გაზარდა თავისი ექსპორტი შუა აზიის რესპუბლიკებში და იქიდან შემდეგ უბაჟო რეჟიმით შედის რუსეთში. საქართველო რუსეთ-უკრაინის აგრესიის შემდეგ გახდა რუსეთის იზოლაციიდან დახსნის ერთ-ერთი მექანიზმი, მათ შორის საქართველოდან შედის სანქცირებული ტვირთები, ამიტომ არის დიდი ინტერესი საქართველოს მიმართ და შემთხვევითი არ არის სახელმწიფო დეპარტამენტში ორი კვირის წინ გაკეთებული განცხადება, დასავლეთის სახელმწიფოების მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტები.” – აღნიშნა გოცირიძემ.