“ღარიბაშვილის და მისი მთავრობის 170-გვერდიანი ანგარიშიდან 169 გვერდი არის სიცრუე” – რომან გოცირიძე

პრემიერის 170-გვერდიანი ანგარიშიდან 169 გვერდი არის სიცრუე, მხოლოდ ერთი გვერდია სიმართლე, სადაც წერია, რომ საქართველო არის ქვეყანა ორ ზღვას შუა და კავკასიაში მდებარეობს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერი   სიცრუის ტირაჟირებას მოახდენს.

“როგორც თავად “ქართულ ოცნებას” უყვარს თქმა, დღეს იქნება “სიცრუეში მხილების” დღე ღარიბაშვილისა და მისი მთავრობის. მათ მიერ წარმოდგენილი 170-გვერდიანი ანგარიშიდან 169 გვერდი არის სიცრუე. მხოლოდ ერთი გვერდია სიმართლე, სადაც წერია, რომ საქართველო არის ქვეყანა ორ ზღვას შუა და რომ კავკასიაში მდებარეობს. გეოგრაფიული აღწერილობის გარდა ყველაფერი სიცრუეა, განსაკუთრებით, ეკონომიკასთან დაკავშირებით, რომ თურმე უმუშევრობა მცირდება, შემცირდება აბა რა, თუ 50 ათასი კაცი დარჩა შარშან უცხოეთში, უმუშევრობა შემცირდება. ყველაფერი სიცრუეზეა აგებული ამ ანგარიშში.” – განაცხადა გოცირიძემ